ნიკა გვარამია - ეს საერთო ბრძოლაა, აქ  არავინაა პოლიტიკოსი, ან შეიძლება ითქვას, ყველა პოლიტიკოსია - ვიბრძვით მთავარი უფლებისთვის, ქვეყანა წავიყვანოთ იქ, სადაც ვთვლით, რომ უნდა წავიდეს და არა იქ, სადაც “ქართული ოცნება” თვლის

ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა, პოლიტიკოსების და მოქალაქეების კი არა, საქართველოს მოქალაქეებისა და პატრიოტების, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიას თქმით, საპროტესტო აქციებზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი გავა.

“უფრო მეტი ხალხი გამოვა. ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა, პოლიტიკოსების და მოქალაქეების კი არა, საქართველოს მოქალაქეებისა და პატრიოტების. აქ არავინაა პოლიტიკოსი ან შეიძლება ითქვას, რომ ყველა პოლიტიკოსია. იმაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკა, ვიდრე ქვეყნის დაცვაა, უბრალოდ არ არსებობს. ყველა ერთნაირად ვართ აქ, არავისზე მეტი მე არ ვარ და მგონია, რომ არავისზე ნაკლები. ვართ ერთნაირად წარმოდგენილები, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და ვიბრძვით ჩვენი მთავარი უფლებისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წავიყვანოთ იქ, სადაც ჩვენ ვთვლით, რომ უნდა წავიდეს და არა იქ, სადაც “ქართული ოცნება” თვლის, რომ წაიყვანოს რუსეთისკენ”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია