სამართალდამცველებმა ჭანტურიას ქუჩაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს - სამი პირი პოლიციამ ავტომობილიდან ძალის გამოყენებით აიყვანა

საპოლიციო ძალების მხრიდან აქციის მონაწილეების დაკავება გრძელდება. კრიმინალურმა პოლიციამ ჭანტურიას ქუჩაზე სამი ახალგაზრდა მამაკაცი იმ დროს დააკავა, როცა ისინი ავტომობილში ჩასხდნენ.

კერძოდ, როგორც თვითმხილველმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, სამივე დაკავებული მეგობრებთან ერთად ჭანტურიას ქუჩაზე იდგა და სახლში დაბრუნებას გეგმავდა. სწორედ მაშინ, როდესაც ისინი ავტომობილში ჩასხდნენ, კრიმინალური პოლიციის რამდენიმე წარმომადგენელი ერთდროულად მიუახლოვდა მანქანას, ავტომობილში მყოფების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს და ისინი ავტომობილიდან გადმოიყვანეს, შემდეგ კი დააკავეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს