კახა კალაძე - აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია - გინდათ? - ჩვენ მზად ვართ! - გახსენით მოლაპარაკეები, მაგრამ შანტაჟი კატეგორიულად მიუღებელია

აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამ სულისკვეთებაში, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია,- ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა შეფასებებს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპული მომავალია და „საქართველოს ხელისუფლება არის ზუსტად ის, ვინც ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე“.

„აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამ სულისკვეთებაში. რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპული მომავალი, საქართველოს ხელისუფლება არის ზუსტად ის, ვინც ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. თუკი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ამ მიმართულებით, ეს ყველაფერი მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს და ამ გზას გავივლით ღირსეულად, თუმცა, რა თქმა უნდა, არის დაბრკოლებებიც, რომელიც ხელოვნურად იქმნება, როგორც კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო. დღეს ახალი მოიფიქრეს და მოლაპარაკებების გახსნას იყენებენ შანტაჟის იარაღად, თუმცა ჩვენი მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა ხელიდან გამოაცალა შანტაჟის ყველა იარაღი იმ ადამიანებს, რომელიც გარედან ამ ტიპის განცხადებებს აკეთებთ. გინდათ? - ჩვენ მზად ვართ! გახსენით მოლაპარაკეები, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ შანტაჟი კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების წევრების ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მათ შორის გიორგი ქოჩორაშვილმა თქვა, რომ „ჩვენი ხმა და მოქმედება უნდა იყოს ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ მიმართული“. ბუდუ ზივზივაძემ განაცხადა, რომ ძალადობას გმობს და „საქართველოს ადგილი ევროპაშია“. ხვიჩა კვარაცხელია ამბობს, რომ „საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს, ისე როგორც არასდროს და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით კი, ძალადობა უნდა შეწყდეს და საქართველოს მომავალი არის ევროპა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე