აქციის მონაწილეები „საქართველოს პირველი არხის“ მენეჯმენტის გადადგომას ითხოვენ

“საქართველოს პირველ არხთან” მიმდინარე აქციის მონაწილეები ტელეკომპანიის მენეჯმენტის გადადგომას ითხოვენ.

მათ აქციის მონაწილეებთან მისულ გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილსა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ვასილ მაღლაფერიძეს პირადად მიმართეს და დაუსვეს კითხვა, რომელ მხარეს დგანან და ვის ემსახურებიან.

მომიტინგეების თქმით, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი აკეთებს, მონობაა.

მათი მოთხოვნაა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები, მათ შორის აქციები, “პირველი არხის” პირდაპირ ეთერში, ობიექტურად გაშუქდეს.

აქციის მონაწილეებს თინათინ ბერძენიშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ “პირველი არხის” ჟურნალისტები და ოპერატორები პროტესტს ყოველდღიურად აშუქებენ და პირდაპირ ეთერს უთმობენ.

“გავიგე თქვენი განცხადება, მოწოდება! ორივე ღამეა პირდაპირ ეთერში ვართ და დეტალურად ვაჩვენებთ იმას, რაც იყო. ძალადობის დაგმობაზე გვქონდა განცხადება. დანარჩენს რაც შეეხება, მივიღეთ თქვენი მოთხოვნები”,- განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

აქციის მონაწილეების თქმით, ტყუილია “პირველი არხის” წარმომადგენლების განცხადებები, რომ მათ ეთერში განსხვავებული აზრი ისმის.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს