დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს

თბილისის გარდა, საპროტესტო აქციები ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში იმართება - დაგეგმილია აქცია ყვარელსა და გურჯაანში.

მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ.

ქუთაისში მოქალაქეები მერიასთან არიან შეკრებილები, გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი. ზუგდიდში კი, საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.

საპროტესტო აქცია ბათუმში რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. გუშინ მოქალაქეები აჭარის უმაღლეს საბჭოსთან შეიკრიბნენ, დღეს კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ.

დედაქალაქში საპროტესტო აქცია რამდენიმე ლოკაციაზეა დაგეგმილი, მათ შორის, „საქართველოს პირველ არხთან“ ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 19:00 საათზე კი, მოქალაქეები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და პარლამენტთან შეიკრიბებიან.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს