კოალიცია „ძლიერი საქართველო” აქციაზე დაკავებულ პირებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს

კოალიცია „ძლიერი საქართველო” აქციაზე დაკავებულ პირებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უფასო იურიდიული დახმარებით საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერი დაზარალებული პირი ისარგებლებს.

„ქართული ოცნების“ თვითმარქვია ხელისუფლებამ ღიად გამოაცხადა სახელმწიფო გადატრიალება და ლეგიტიმური კონსტიტუციური წესწყობილების მიტაცება.

თვითმარქვია ხელისუფლება ორი ღამეა უმოწყალოდ არბევს, დევნის და აკავებს ათასობით ადამიანს, რომლებიც ახალი არჩევნების კანონიერი მოთხოვნით დგანან ქუჩაში. დაკავებულია მათ შორის ძლიერი საქართველოს ბათუმის შტაბის წევრი, ნათია ნონოიანი და ნაძალადევის შტაბის წევრი, გიორგი წაქაძე.

„ძლიერი საქართველოს“ სახელით, ყველა დაზარალებულ პირსა და მათ ოჯახებს ვუცხადებ ჩვენს სრულ სოლიდარობას, თანადგომას და მხარდაჭერას. თითოეულ დაზარალებულს ვთავაზობთ უფასო იურიდიული მხარდაჭერას ნებისმიერ რეგიონში, ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერ დროს, 24 საათი 7 დღის განმავლობაში!

თქვენ არ ხართ მარტო! ამ ქვეყნის არცერთი პატრიოტი, რომელიც იცავს საკუთარ ქვეყანას და ევროპულ მომავალს, არ დარჩება მარტო რუსული რეჟიმის პირისპირ! ვიბრძოლებთ ერთად, ბოლომდე, გამარჯვებამდე!“ - განაცხადა გეგელიამ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს