ნიკა გვარამია - გამოსავალს ვეძებთ, როგორ დავძლიოთ პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისი - ეს არის გორდიას კვანძი და უნდა გადაიჭრას - საზოგადოებრივი ნდობა და ლეგიტიმაცია მხოლოდ ზურაბიშვილს აქვს

ეს არჩევნები ყველასთვის არშემდგარია, ჩვენ გამოსავალს ვეძებთ, თუ როგორ დავძლიოთ პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისი - ეს არის გორდიას კვანძი და უნდა გადაიჭრას. ამის წონა, საზოგადოებრივი ნდობა და ლეგიტიმაცია მხოლოდ ზურაბიშვილს აქვს- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც გვარამიამ განმარტა, ამ არჩევნებს აღიარების შანსი არ აქვს.

“რაკი პრეზიდენტი აპირებს განცხადების გაკეთებას, მას ვერ დავასწრებ, თავად იტყვის, ასევე სხვა პარტიებიც. ჩემი კოალიციის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ შეხვედრა იყო ძალიან კარგი და ნაყოფიერი. ძალიან კმაყოფილი ვართ ამ შეხვედრით.

ამ არჩევნებს აღიარების შანსი არ აქვს. ეს არჩევნები ყველასთვის არშემდგარია, ჩვენ გამოსავალს ვეძებთ, თუ როგორ დავძლიოთ პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისი, რაც ნელ-ნელა იქცევა გეოპოლიტიკურ კრიზისადაც. მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ჩართულობა, მას შეუძლია გორდიას კვანძი გადაჭრას. აბურდული ძაფი გამოვიღოთ და გავასწოროთ შეუძლებელია. ეს არის გორდიას კვანძი და უნდა გადაიჭრას. ამის წონა, საზოგადოებრივი ნდობა და ლეგიტიმაცია მხოლოდ ზურაბიშვილს აქვს“, - აღნიშნა გვარამიამ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია