აჭარის ტელევიზიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები- აჭარის ტელევიზიასთან ნიღბიანები დაგვახვედრეს, სირცხვილი ხელისუფლებას

აჭარის ტელევიზიასთან ნიღბიანები დაგვახვედრეს, სირცხვილი ხელისუფლებას, - ეს განცხადება ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან გააკეთეს, რომლებიც მაუწყებელს პირდაპირ ეთერს სთხოვენ.

“ველოდებით პირდაპირ ეთერს, ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა”, - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მანამდე ბათუმის მერიის შენობასთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ ქვეყანაში „რუსულ რეჟიმს“ აპროტესტებენ.

ცნობისთვის, მოქალაქეების ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულ პარტიებს ღია ეთერს დათანხმდა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს