ეკა ხერხეულიძე - ჩვენთვის მსგავსი სისასტიკე დამატებითი ბრაზის საფუძველია და ვამბობთ, რომ ამასთან შეგუება არ შეიძლება - რა ძალაც არ უნდა გამოიყენონ, ასმაგი ძალით მოვალთ და ვიდგებით აქ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ

ჩვენთვის მსგავსი სისასტიკე დამატებითი ბრაზის საფუძველია და ვამბობთ, რომ ამასთან შეგუება არ შეიძლება - რა ძალაც არ უნდა გამოიყენონ, ასმაგი ძალით მოვალთ და ვიდგებით აქ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც აქციებზე პოლიციის მხრიდან ხდება, არა ძალის გადამეტება, არამედ „განსაკუთრებული სისასტიკით ძალის გამოყენებაა“.

„ეს ხომ არ იყო მხოლოდ ძალის გადამეტება? ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკით ადამიანების მიერ ძალის გამოყენება. საერთოდ არ მესმის, რა გარანტია აქვთ მათ, რომ როდესაც ადამიანებს ასეთი ძალით, სიმხეცით უსწორდებიან, რაღაც ლეტალური შედეგი არ დადგება. გაოგნებული ვარ ამ ხალხის თავხედობით, რადგან მერე მათი პასუხისმგებლობა როგორი იქნება, ამაზე როგორ არ ფიქრობენ, არ მესმის. ჩვენ ვნახეთ პირდაპირ, მოცელვით დაცემული ადამიანები თავის ტრავმებით. რამდენი ფაქტი ვერ აიღო კადრმა, რაც გაქცევის დროს, თავის შეფარების დროს კამერის მიღმა დარჩა?! ასეთი ძალიან ბევრი იყო. როდესაც ადამიანებს ვეხმარებოდით, ისინი საშინელებებს ჰყვებოდნენ, მათ წინააღმდეგ ისეთი ძალის გამოყენება მოხდა. ამიტომ რა შედეგს გამოიღებს ეს, არავინ იცის. ჩვენ აქ მოვდივართ ყოველ დღე ქვეყნის სამსახურში“, - განაცხადა ხერხეულიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს