არსებული ინფორმაციით, თანამდებობიდან აშშ-ში ელჩი დავით ზალკალიანიც გადადგა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანიც გადადგა.

ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის „რადიო თავისუფლება“ და ტელეკომპანია „ფორმულა“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„რადიო თავისუფლებას ორი წყარო საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ერთი საქართველოს საელჩოდან შეერთებულ შტატებში უდასტურებს ინფორმაციას შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ“, - წერს „რადიო თავისუფლება“.

ზალკალიანის გადადგომა, სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ფონსა და დიპლომატების თანამდებობიდან გადადგომებს უკავშირდება.

ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებს, მანამდე კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში უძღვებოდა დიპლომატიურ უწყებას.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 29 ნოემბრის ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას 2028 წლამდე, საზოგადოებაში ხელისუფლების გადაწყვეტილება პროტესტის მიზეზი გახდა. საპროტესტო აქციები ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს, პარალელურად, თანამდებობებს ტოვებენ სხვადასხვა ქვეყანაში დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები. კერძოდ, თანამდებობა დატოვა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში, დავით სოლომონიამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვაში სალომე შაფაქიძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბულგარეთში ოთარ ბერძენიშვილმა, იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი ვეკუამ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სამხრეთ კორეაში თარაშ პაპასკუამ. ასევე ხელისუფლების გადაწყვეტილებას გაემიჯნა საქართველოს ელჩმა ჩეხეთში თეა მაისურაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს