გიორგი ვაშაძე - აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია, რაც არის უმძიმესი გადაწყვეტილება, ერთად დგომით უნდა გავიტანოთ გამარჯვება ბოლომდე - არცერთი წამი არ უნდა დავიხიოთ უკან!

აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია და ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება, ამიტომ ჩვენ ერთად დგომით უნდა გავიტანოთ ეს გამარჯვება ბოლომდე, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ხალხის ერთიანობაზეა ახლა ყველაფერი დამოკიდებული.ვაშაძე ამბობს, რომ დარწმუნებულია, სულ მალე პოლიციაში სერიული ჩამოშლა იქნება.

"[აშშ-სთან] სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია და ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება, ამიტომ ჩვენ ერთად დგომით უნდა გავიტანოთ ეს გამარჯვება ბოლომდე. ხალხის ერთიანობაზეა ახლა ყველაფერი დამოკიდებული. არც ერთი წამი უკან არ უნდა დავიხიოთ. დღეს ოპოზიციამ საერთო განცხადება გავაკეთეთ, პრეზიდენტთან ერთად სპეციალური საბჭოც იქნება, ასე რომ, წინ უნდა წავიდეთ გამარჯვებისკენ. დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც სხვა საჯარო სექტორში, პოლიციაშიც სერიოზული ჩამოშლა იქნება სულ მალე," - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს