ბათუმის მერიის 17 თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას

ჩვენ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს , - ეს განცხადება ბათუმის მერიის თანამშრომლთა ნაწილმა ერთობლივად გაავრცელა.

განცხადებაში აღინიშნება, რომ ისინი ერთგული რჩებიან ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მიმართ.

“ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არ არის თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა. ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, და ევროპული ღირებულებების ერთგულნი. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი", - წერია განცხადებაში.

განხადებას ხელს აწერენ: 1. ნინაკა ცინცაძე 2. მარიტა საგინაძე 3. შორენა ფაღავა 4. მარიამ დვალი5. ვერიკო ზაქარიაძე6. ხათუნა აბულაძე 7. მაგდა შავიშვილი8. მარიანა ვარშანიძე 9. მაია ჭყონია 10. ლამზირა ბოლქვაძე 11. მზია კახაძე 12. თამრიკო ჯორბენაძე 13. ელენა სურმანიძე 14. სოფიკო გოგოლიშვილი 15. რუსუდან კახიძე 16. შორენა ხარაზი 17. გია ტუღუში”.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ სია განახლებადია.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს