კახა კალაძე - საოცრება იყო გუშინ საზოგადოებრივ მაუწყებელში, ამ ადამიანებს ყოველდღე უნდა დაუთმოს ტელევიზიებმა ეთერი - საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ არცერთია დალაგებული, თუ დავაკვირდებით, ყველას აქვს ფსიქიკური პრობლემები

საზოგადოებრივ მაუწყებელში საოცარი სცენარი იყო, საოცრება - არცერთი არაა დალაგებული. თუ დავაკვირდებით ყველას აქვს ფსიქიკური პრობლემები. ამ ადამიანებს უნდათ ხელისუფლების ხელში ჩაგდება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ განმარტა, წარმოუდგენელია, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვიხილეთ.

„საოცარი სცენარი იყო, საოცრება. ვფიქრობ, ამ ადამიანებს ყოველდღე უნდა დაუთმოს არამხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ, ყველა ტელევიზიამ ეთერი. ფართო საზოგადოებას ვაჩვენოთ, არცერთი არაა დალაგებული. თუ დავაკვირდებით ყველას აქვს ფსიქიკური პრობლემები. ამ ადამიანებს უნდათ ხელისუფლების ხელში ჩაგდება. წარმოუდგენელია, რაც გუშინ ვიხილეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მინდა მადლობა გადავუხადო იქ მომუშავე ჟურნალისტს, ადამიანებს, ღირსეულად დადექით“,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მივიდნენ და არხის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს. არხის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა, რომელიც აქციის მონაწილეებთან პირადად ჩავიდა, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა და აქციის რამდენიმე მონაწილე პირდაპირ ეთერში, გადაცემაში მიიწვია. აქციის მონაწილეების შეფასებით, ისინი პირველ არხთან აქციას ყოველდღიურად გამართავენ, სანამ არხის დირექცია დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია