დავით მათიკაშვილი - როგორც კი რადიკალურ ოპოზიციას აღარ დაჭირდა, ეუთო/ოდირი არ არის თურმე ის ორგანიზაცია, რომლის დასკვნებზეც აშშ-მ და ევროკავშირმა სათანადო მყარი პოზიცია უნდა გამოაცხადონ და აღიარონ, რომ საქართველოში შედგა დემოკრატიული არჩევნები და ქვეყანას ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის და პარტნიორი ქვეყნების მიერ ეუთო/ოდირის დასკვნის უგულებელყოფის თაობაზე ისაუბრა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში შედგა დემოკრატიული არჩევნები და ქვეყანას ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება.

როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, ეუთო/ოდირს, მის მისიას, მის დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით გამორჩეულად ხაზს უსვამდნენ და ენდობოდნენ, მაგრამ როგორც კი ოპოზიციას აღარ დაჭირდა, იმ „წუთშივე შეიცვალა დამოკიდებულება“ და ეუთო/ოდირი არ არის „თურმე ის ორგანიზაცია, რომლის დასკვნებზეც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სათანადო მყარი პოზიცია უნდა გამოაცხადონ“, თქვან და აღიარონ, რომ ეს დასკვნები არის რეალური.

„ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით მოცემულობას, როდესაც რეალურად ჩვენი პარტნიორები ქვეყნის ფარგლებს გარედან - შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით არსებული ძალები ეუთო/ოდირს, მის მისიას, მის დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით გამორჩეულად ხაზს უსვამდნენ, ენდობოდნენ და აცხადებდნენ ამ ყველაფერს ღიად და როგორც კი ეს რადიკალურ ოპოზიციას აღარ დაჭირდა, როდესაც ის პოლიტიკური ძალა არ მოვიდა ხელისუფლებაში, რომელსაც 2012 წლამდე ცალკეული ძალები „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ მსოფლიოში და როგორი შუქურა იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, იმ წუთშივე შეიცვალა ეს დამოკიდებულება და ეუთო/ოდირი არ არის თურმე ის ორგანიზაცია, რომლის დასკვნებზეც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სათანადო მყარი პოზიცია უნდა გამოაცხადონ, თქვან და აღიარონ, რომ ეს დასკვნები არის რეალური, სიმართლეს ასახავს და საქართველოში შედგა დემოკრატიული არჩევნები და ქვეყანას ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. ეს არის ორმაგი სტანდარტი, სტანდარტი, რომელიც არ არის ცხადია მისაღები პარტნიორული ურთიერთობებისთვის და სტანდარტი, რომლის გაუმჯობესების და გამოსწორების გარეშე რა თქმა უნდა ვერ შედგება ვერანაირი პარტნიორობა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს