აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სპეცრაზმი განლაგდა

აჭარის მთავრობის მთავარ შესასვლელთან სპეცრაზმი განლაგდა, რასაც აქციის მონაწილეთა მხრიდან საპროტესტო შეძახილები მოჰყვა.

“აჭარის მთავრობის სახლთან ჩვენ კანონის ფარგლებში მშვიდობიანი პროტესტი გვაქვს, არ გვეშინია მათი, არ გვეშინია სპეცრაზმის, რომელიც მზად არის ჩვენს დასარბევად. ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რეჟიმი რომელიც საქართველოს ხელისუფლებაშია”,- აცხადებენ შეკრებილები.

საპროტესტო აქციაზე, სიტყვით გამოვიდნენ სტუდენტები, რომლებმაც განაცხადეს, რომ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1000 სტუდენტმა პეტიციას ხელი მოაწერა და ითხოვენ, სასწავლო პროცესი შეწყდეს.“ჩვენი მიზანია არცერთი ლექცია უნივერსიტეტში არ უნდა ტარდებოდეს, მთავარი ლექცია ტარდება აქ. დღეს წყდება ქვეყნის ბედი, ჩვენ ევროპული განათლებისთვის ვიბრძვით”, - აღნიშნეს მათასევე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა განაცხადეს, რომ გაიფიცნენ.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლის ბოლომდე.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს