ირაკლი კობახიძე - მოლაპარაკებების გახსნა არ შეიძლება გამუდმებით გამოიყენებოდეს, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი - დადონ მაგიდაზე, ვაწერთ ხელს, მაგრამ კიდევ ერთხელ - საქმე შანტაჟის ნაცვლად

რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას - არ შეიძლება ეს საკითხი გამუდმებით გამოიყენებოდეს, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ისევე, როგორც წელიწადნახევრის განმავლობაში გამოიყენებოდა კანდიდატის სტატუსი შანტაჟის ინსტრუმენტად. დადონ მაგიდაზე, ვაწერთ ხელს, მაგრამ კიდევ ერთხელ - საქმე შანტაჟის ნაცვლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ევროკავშირში მოვლენები უფრო ჯანსაღი მიმართულებით განვითარდება.

„შანტაჟი და უსამართლო, არაჯანსაღი მიდგომა საქართველოს მიმართ უნდა დასრულდეს და სწორედ ამას ემსახურებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, რომელიც ჩვენ გავახმოვანეთ. საქმე შანტაჟის ნაცვლად, რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას - არ შეიძლება ეს საკითხი გამუდმებით გამოიყენებოდეს, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ისევე, როგორც წელიწადნახევრის განმავლობაში გამოიყენებოდა კანდიდატის სტატუსი შანტაჟის ინსტრუმენტად. დადონ მაგიდაზე, ვაწერთ ხელს, მაგრამ კიდევ ერთხელ - საქმე შანტაჟის ნაცვლად. ჩვენ ვართ ღირსეული ხალხი, ღირსეული ქვეყანა და არავის მივცემთ საშუალებას, რომ წლების განმავლობაში გვამყოფონ შანტაჟის და უსამართლობის რეჟიმში. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მოლდოვა, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ევროპაში, უსუსტესი ინსტიტუტებით. ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ განვითარებული ქვეყანა, სადაც ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მხოლოდ 45% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და 55% არის წინააღმდეგი. ეს არის ფაქტი. მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა და ის არ შეერთებია სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ის, რის გამოც უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. არის ასეთი ქვეყანა - კორუფცია, სუსტი ინსტიტუტები, დსთ-ს წევრი და მას ანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველოს არა. უხსნიან მოლდოვას მოლაპარაკებებს, საქართველოს არა. ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. საქმე შანტაჟის ნაცვლად. სამართლიანობა უსამართლობის ნაცვლად. ეს უნდა ვიხილოთ ჩვენ ევროკავშირის სტრუქტურებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ევროკავშირში მოვლენები უფრო ჯანსაღი მიმართულებით განვითარდება. ურთიერთობების გადატვირთვა არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, მაგრამ ამისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანობა.

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ ერთგულად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, და ამით იქნება დაკავებული საქართველოს მთავრობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან