ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საზღვაო აკადემიასთან გადაინაცვლეს - რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საზღვაო აკადემიასთან გადაინაცვლეს. სტუდენტებს რუსთაველის ქუჩის ორივე ზოლი პარალიზებული აქვთ.

შეკრებილები აცხადებენ, რომ ბათუმის უნივერსიტეტს სხვა უმაღლეს სასწავლებლებიც შეუერთდნენ.

საზღვაო აკადემიის სასწავლებელთან ისმის შეძახილები - „გაიფიცე“.

„ბათუმის საზღვაო აკადემია „ქართული ოცნების” წნეხის ქვეშაა. ჩვენ უნდა გავხსნათ აკადემიის კარი, გავათავისუფლოთ თავისუფალი ადამიანები”, - აღნიშნეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ქუჩებში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები საპროტესტო მსვლელობას აწყობენ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს