იენს სტოლტენბერგი - კიევმა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები, შესაძლოა, დროებით დათმოს

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ომის სწრაფად დასრულების შესაძლო ვარიანტად რუსეთისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დროებით დათმობას განიხილავს, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ სტოლტენბერგმა პორტალ Table.Briefings-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ცეცხლის შეწყვეტის ხაზი ნიშნავს, რომ რუსეთი გააგრძელებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიის კონტროლს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინამ სამუდამოდ უნდა მიატოვოს ეს მიწები“, - განაცხადა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა იმის მნიშვნელობას, რომ უკრაინამ, ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ, უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს. მისი განმარტებით, ეს შეიძლება იყოს გარანტიები ნატო-ში გაწევრიანების სახით, ისევე როგორც უკრაინის შეიარაღებისა და მხარდაჭერის სხვა ვარიანტები.

სტოლტენბერგის განცხადებით, მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინამ რუსეთს ტერიტორიები არ უნდა დაუთმოს, მაგრამ მისი აზრით, უკრაინაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ნაკლებად სავარაუდოა.

„ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტის ხაზი და, რა თქმა უნდა, ეს ხაზი, იდეალურ შემთხვევაში, უნდა მოიცავდეს ყველა იმ ტერიტორიას, რომელსაც ამჟამად რუსეთი აკონტროლებს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სულაც არ იქნება უთუოდ რეალისტური უახლოეს მომავალში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის