ანა დოლიძე - ეს ხელისუფლება ისეთივე ჯალათად გადაიქცა, რასაც ადრე ვებრძოდით

„კლანს“ ახალი მოსამართლე უპოვია, ვიღაცა ჯალათი, ზვიად ცეკვავა, ეს მოსამართლე ზის და 40-50 ადამიანს ასამართლებს ერთი და იმავე მტკიცებულებებით - ეს ხელისუფლება ისეთივე ჯალათად გადაიქცა, როგორსაც ადრე ვებრძოდით, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

მისი თქმით ქვეყანაში ავტორიტარული რეპრესიები მიმდინარეობს.

„მოგესალმებით თბილისის საქალაქო სასამართლოდან. ველოდები საქმეების დაწყებას, ჯერჯერობით აქ არავინ მოუყვანიათ. გადავსებულია იზოლატორები. „კლანს“ ახალი მოსამართლე უპოვია, ვიღაცა ჯალათი, ზვიად ცეკვავა. ეს მოსამართლე ზის და 40-50 ადამიანს ასამართლებს ერთი და იმავე მტკიცებულებებით. სააკაშვილი რომ არ მომწონდა და ვაკრიტიკებდი, ვხედავდი თუ რა სისასტიკეს იყენებდა ხალხის წინააღმდეგ. მინდა გავიხსენო სერგო თეთრაძის საქმე, როდესაც ის მოიყვანეს ნაწამები არც იკითხა მოსამართლემ მისი მდგომარეობის შესახებ და გაუშვა პატიმრობაში, შემდეგ კი გარდაიცვალა. მინდა გითხრათ, რომ ეს სისასტიკე მოხდა ბოლო ორ დღეში. ადვოკატებს ვესაუბრე - აქ ვინც მოიყვანეს, ყველა ნაცემი იყო და ისინი გაუშვეს საპატიმროებში. ეს ხელისუფლება ისეთივე ჯალათად გადაიქცა, როგორსაც ადრე ვებრძოდით. ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს იმას, რომ როდესაც ადამიანს ეტყობა ზიანი, მოსამართლე ვალდებულია, მას კითხოს და შემდეგ ეს ინფორმაცია გადააგზავნოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. არცერთ შემთხვევაში ეს არ მომხდარა. ეს არის ზუსტად ავტორიტარული რეპრესიები“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა