კახა კალაძე - არა ქვეყნის აყირავების, არამედ ქვეყნის განვითარების სურვილით უნდა გავერთიანდეთ, ერთად მოვითხოვოთ მოლაპარაკებების გახსნა და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება - საქმე შანტაჟის ნაცვლად!

ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ არა სიტყვით, არამედ საქმით - სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გადადგა საქართველომ ყველაზე ქმედითი და წარმატებული ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გაკეთებული ვიდეომიმართვისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების სურვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კონსტიტუციის 78-ე მუხლის ჩანაწერით განამტკიცა და საქმით დაამტკიცა, რომ ერთგულია ევროპული კურსის.

„თუ მართლა გულწრფელად უნდათ საქართველოს ევროინტეგრაცია და ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის დასრულება, ევროპული სტრუქტურების ხელშია ამის გასაღები. გამოდით ბატონებო და მიიღეთ გადაწყვეტილება. საპროტესტო აქციებზე გამოსულ მოქალაქეებს მივმართავ: არა ქვეყნის აყირავების, არამედ ქვეყნის განვითარების სურვილით უნდა გავერთიანდეთ, ერთად მოვითხოვოთ მოლაპარაკებების გახსნა და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დასავლეთმა და არა საქართველოს მთავრობამ.

არარსებული პროტესტის ნაცვლად, მოდით, გამოვხატოთ პროტესტი სწორედ ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. ერთად მოვუწოდოთ ევროკავშირის სტრუქტურებს, გახსნან მოლაპარაკებები, დადონ დოკუმენტი, რომელსაც ხელს მოვაწერთ. გვაჩვენონ პარტნიორობა საქმით და არა მხოლოდ ლაპარაკით. საქმე შანტაჟის ნაცვლად - ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს