კახა კალაძე - ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იმ გეგმის ნაწილია, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ - ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის

მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესებისთვის - ხელისუფლება მზად იყო ამ სცენარისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გაკეთებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის გეგმები და მიზნები ცხადია - მოაწყონ არეულობა ქვეყანაში, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც იმ გეგმის ნაწილია, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესებისთვის; ემზადებოდა არეულობის მოსაწყობად, ქაოსისთვის, ქვეყნის ასაყირავებლად, რასაც ბოლო ორი წელია უცხოური ძალების დაფინანსებით, მათ მიერ დაგეგმილი ტრენინგებით ამზადებდნენ. ამ ყველაფერზე ჩვენ ღიად ვსაუბრობდით. რასაკვირველია, ხელისუფლება მზად იყო ამ სცენარისთვის. ჩვენ ყოველთვის გულწრფელად ვსაუბრობთ მოსახლეობასთან მიმდინარე პროცესებზე და ამის შესახებ არაერთი განცხადებაც გავაკეთეთ. ასე რომ, რადიკალური ოპოზიციის და მათი დამკვეთების გეგმები და მიზნები ცხადი და ნათელია. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს და არ დაუშვებს არეულობას ქვეყანაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია