კახა კალაძე - მძიმე სანახავია, თუ როგორ იყენებენ რადიკალები ფარად არასრულწლოვნებს, პატარა ბავშვებს - ოპოზიციური არხები სიამაყით აშუქებენ 10-12 წლის ბავშვების კომენტარებს

დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგება, ფასადები გასუფთავდება, მაგრამ რა დაილექება იმ პატარების ცნობიერებაში, რომლებიც ამ ყველაფრის იარაღად აქციეს? - განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში.

მისი თქმით, დაუშვებელია ძალადობრივი აქციის მონაწილეებად არასრულწლოვნების გამოყენება.

„ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ ძალადობრივ აქციებს. რაც ყველაზე მძიმე სანახავია, ვხედავთ, როგორ იყენებენ რადიკალები ფარად არასრულწლოვნებს, პატარა ბავშვებს. ოპოზიციური არხები სიამაყით აშუქებენ 10-12 წლის ბავშვების კომენტარებს, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალზე მსჯელობენ. ალბათ ნახეთ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალები, სადაც პატარა ბავშვები ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“ და პიროტექნიკას ესვრიან სამართალდამცავებს. რასაკვირველია, დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგება, ფასადები გასუფთავდება, მაგრამ რა დაილექება იმ პატარების ცნობიერებაში, რომლებიც ამ ყველაფრის იარაღად აქციეს?“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის და ხაზი გაუსვა კონკრეტულ ინციდენტებს, რაც, მისი თქმით, მოკვლევას საჭიროებას.

„მივმართავ ჩვენს მართლაც საამაყო პოლიციელებს, თქვენ ეს დღეები ნათლად აჩვენეთ სამართალდამცავის ღირსება და იმიჯი. მადლობას გიხდით მოთმინებისთვის, იმ შეურაცხყოფის ატანისთვის, რასაც გაყენებენ; კარგად გაქვთ გაცნობიერებული, რომ ნებისმიერმა გადაცდომამ და წყობიდან გამოსვლამ შეიძლება რადიკალების წისქვილზე დაასხას წყალი და გამოუსწორებელი შედეგი დააყენოს. იყო რამდენიმე ინციდენტი, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მოკვლევას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს