ისრაელმა „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშს სამხრეთ ლიბანზე საჰაერო თავდასხმებით უპასუხა

ისრაელმა სამხრეთ ლიბანის ნაბატიეს რაიონში საჰაერო თავდასხმების სერია განახორციელა. ეს იყო ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მას შემდეგ, რაც ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის გასული კვირის ოთხშაბათს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თავდასხმები იყო პასუხი სარაკეტო იერიშზე რომელიც „ჰეზბოლამ“ შებაას მეურნეობაში, საგუშაგო კოშკთან ახლოს მიიტანა.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის სამხედროებმა რამდენიმე დარტყმა გასული კვირის განმავლობაშიც განახორციელეს, მაგრამ უფრო დაბალი ინტენსივობით. ისრაელის მედიამ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთმა ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 52-ჯერ დარღვევაში დაადანაშაულა.

„ჰეზბოლამ“ოკუპირებულ შებაას მეურნეობაში საგუშაგო კოშკთან ახლოს ორი რაკეტა გაუშვა. ისინი ღია ადგილას დაეშვნენ და არანაირი დაზიანება არ გამოუწვევიათ. დაჯგუფებამ განაცხადა, რომ თავდასხმა საგუშაგო კოშკზე იყო „პირველადი გამაფრთხილებელი თავდაცვითი პასუხი“ ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების წინააღმდეგ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა