ალი ბაბაევი, რომელიც ალეკო ელისაშვილს ხელის დარტყმაში ადანაშაულებს, მომხდარის დეტალებს ჰყვება

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევი აცხადებს, რომ მას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც ბაბაევი „ინტერპრენიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, შემთხვევა გუშინ, საღამო საათებში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან მოხდა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მომხდარის შედეგად კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა უკვე გამოწერეს.

„დაახლოებით, 18:00 საათზე, ფილარმონიის ტერიტორიაზე, აფთიაქში შევდიოდი წამლის საყიდლად. ამ დროს ჩემს უკან ბევრი ხალხი იყო. აქციაზე მიდიოდნენ. მესმოდა, რომ ზურგს უკან მლანძღავდნენ. ყველანაირ ბინძურ სიტყვებს ამბობდნენ ჩემი და ჩემი გუნდის წინააღმდეგ. ამბობდნენ, რომ მე რუსეთის მონა ვარ, მაგინებდნენ. შევტრიალდი და დავინახე ალექსანდრე ელისაშვილი. ვიფიქრე, ხომ არ გააფრინა-მეთქი, „რა დღეში ხარ ბიჭო“-თქო. მითხრა, შენ გეუბნები, შენი დედაო... დავიწიეთ-გამოვიწიეთ და უცბად დამარტყა. შემდეგ სასწრაფო გამოიძახეს და საავადმყოფოში ვიყავი. დღეს გამომწერეს,“ - განაცხადა ბაბაევმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის