მარკო მიხელსონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - გასაკვირი არაა, ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ  საპრეზიდენტო ინსტიტუტი საქართველოში დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო.

„გასაკვირი არაა. ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტი საქართველოში დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტია. „ქართულ ოცნებას“ ამ დამოუკიდებლობის დანგრევა 14 დეკემბერს სურს“, - წერს მარკო მიხელსონი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს