კახა კალაძე აშშ-ს საელჩოს „ქარდზე“ - აშკარად ხაბეიშვილი „ჩაუდეს“ ამერიკის საელჩოს, ხაბეიშვილი მართავს საელჩოს სოცმედიას

აშკარად ხაბეიშვილი მართავს აშშ-ის საელჩოს სოცმედიას - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც აშშ-ის საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „ქარდებს“ ეხებოდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, წარმოუდგენელია ამხელა სახელმწიფო ამ ტიპის „ქარდებს“ რომ აქვეყნებს.

„რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე განცხადება და იმავეს გავიმეორებ, რომ აშკარად ხაბეიშვილი „ჩაუდეს“ ამერიკის საელჩოს, ხაბეიშვილი მართავს აშკარად აშშ-ის საელჩოს სოცმედიას.

წარმოუდგენია, ამხელა სახელმწიფო ამ დონეზე დაეცა მისი საელჩო და ამ ტიპის „ქარდებს“ აქვეყნებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ აშშ-ს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოსტით და „ქარდით“ ეხმაურება.

„ნუ აბრალებთ სხვებს“ - წერს საელჩო.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს