მარგუს ცაჰკნა - არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას  ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელების რეალური სურვილი აქვს - ამ ტყუილების აღარ მჯერა

გულწრფელად ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობამ მოატყუა ქართველი ხალხი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მოელის თუ არა, რომ საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის პროცესს გააგრძელებს.

„არ ვფიქრობ, რომ არსებობს ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელების რეალური სურვილი, პირიქით. ევროკავშირმა ზაფხულში მიიღო გადაწყვეტილება ამ პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, ასევე დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ შეხვედრაზე საქართველოში არსებული სიტუაციის განხილვას გეგმავენ.

„მომავალ საბჭოზე ვგეგმავთ განვიხილოთ საქართველოში არსებული სიტუაცია და ასევე ზომები, რაც შეიძლება ევროკავშირმა მიიღოს. საუბარია ვიზალიბერალიზაციაზე, სავიზო აკრძალვებზე, მოგზაურობის შეზღუდვაზე მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ჩვენ უკვე შევაჩერეთ მთავრობის მხარდასაჭერი დაფინანსება. ეს ძალიან ნათელია. ასე რომ, აღარ მჯერა ამ ტყუილების“, - აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.

მას ასევე დაუსვეს შეკითხვა, წარმოადგენს თუ არა ნატო-სთვის საფრთხეს ის, რომ რუსეთს საქართველოს მთავრობაზე გავლენა აქვს.

„ეს არ არის საფრთხე ნატო-სთვის, მაგრამ ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ გადაწყვიტეს, რომ დაეწესებინათ სანქციები. გუშინ ესტონეთმა სანქციები 11 პირს დაუწესა, ივანიშვილის თაოსნობით. ეს ეხება დარღვევებს, რასაც ვხედავთ ქუჩებში, მშვიდობიანი მომიტიგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს იმ გზაზე, რაც მათ გადაწყვიტეს. არ ვფიქრობ რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განაცხადა და ახლა ჩვენ ვხედავთ დემონსტრაციებს, მშვიდობიან დემონსტრაციებს საქართველოში. ასე რომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს