რატი იონათამიშვილი - რასაც სკოლებში კადრულობენ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“, აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები, ჰიტლერისა და ლენინის შემდეგ მსგავსი სიბინძურე სკოლებში ევროპაში არავის უკადრია სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ გარდა

ასობით მშობელმა მომწერა, დამიკავშირდა და მითხრა იმ საკითხებთან დაკავშირებით სკოლებში რასაც კადრულობენ ზოგიერთები. ვფიქრობ, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელია დღეს ჩვენ ამ საკითხებზე ვისაუბროთ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, სახეზეა ძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბება ბავშვებისთვის, რაც შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს, რადგან ბავშვების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა და მათი ჩაგვრა გამოიწვიოს.

„ერთია, რომ მე ვარ „ქართული ოცნების“ პარტიის წევრი და მეორეა, რომ მე ვარ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, აუცილებელია, ამ ყველაფრის შეფასება მოხდეს უფლებადაცვითი კუთხით, ვინაიდან ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ახლა სკოლებში და რასაც კადრულობენ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები, მსგავსი სიბინძურე საჯარო სკოლებში ევროპაში ჰიტლერისა და ლენინის შემდეგ არავის უკადრია მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა. ჩვენ გვახსოვს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, „მიშა, მიშას“ რომ აძახებინებდა სკოლის მოსწავლეებს და დღეს რასაც ვხედავთ სკოლებში, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელი, ვინაიდან სახეზეა ძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბება ბავშვებისათვის, რაც ძალიან სახიფათო და საშიში შეიძლება იყოს, ვინაიდან, ამან გამოიწვიოს დისკრიმინაციული მოპყრობა და ჩაგვრა ბავშვების მიმართ, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვთა განვითარებას.“ - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო