კახა კალაძე ეუთო/ოდირის წერილზე - ეს არის პასუხი, კულმინაცია იმაზე, თუ როგორ ჩატარდა ჩვენი არჩევნები

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში სასურველი შედეგი ვერ მიიღო, არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებები და სპეკულაციები დაიწყო.

ამის შესახებ მან ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ იმ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში 26 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტთან ითანამშრომლებენ.

„ეს არის პასუხი, კულმინაცია იმაზე, თუ როგორ ჩატარდა ჩვენი არჩევნები. არაერთი განცხადება, შეფასება გაკეთდა მათ მიერ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, „წვრილფეხა“ რადიკალების მხრიდან ვისმენთ განცხადებებს, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით უამრავი ფაქტი არსებობს, თუმცა დღემდე ერთი კონკრეტული ფაქტი არ არის წარმოდგენილი. ეს არის უბრალოდ სპეკულაციები. ჯერ იზეიმეს, თავიანთ ამომრჩეველს უთხრეს, რომ ვითომ მოიგეს არჩევნები და შემდეგ დაიწყეს აღნიშნული არჩევნების „გაშავება“, რადგან მათ სასურველი შედეგი ვერ მიიღეს. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა არა - ბოროტებას, რადიკალიზმს, იმ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებიც ქვეყანას ცხრა წლის განმავლობაში მართავდნენ. ეს არის მოცემულობა და ამის შემდეგ დაიწყეს ის განცხადებები, რასაც ვისმენთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ეუთო/ოდირის მისამართით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია