ირაკლი ღარიბაშვილი - ვაგრძელებ მუშაობას “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე  - დეზინფორმაციას ერთადერთი მიზანი აქვს: საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და ხელოვნური აჟიოტაჟი გამოიწვიონ

ვაგრძელებ მუშაობას “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, - ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება პარტია “ქართული ოცნების“ “ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, მის მიერ პარტიის დატოვების თაობაზე ტყუილი რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

“ამ დეზინფორმაციას ერთადერთი მიზანი აქვს - საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და ხელოვნური აჟიოტაჟი გამოიწვიონ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაგრძელებ მუშაობას “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს