ბათუმში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს - ქალაქის შესასვლელში საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია

ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩის ორივე მონაკვეთი, პროტესტის ნიშნად გადაკეტეს.

მოქალაქეები ბათუმის მთავარი შემოსასვლელისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას გამართავენ. გადაკეტილია გორის ქუჩაც.

ქალაქის შესასვლელში საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია.

“ხელისუფლება იძალადებს? უფრო მეტი გამოვალთ და დავუპირისპირდებით რუსულ რეჟიმს. გადავკეტავთ ყველა ქუჩას და ჩვენ ხმას გაიგებენ ყველგან. ამ ისტორიულ შანს საქართველო არ დაკარგავს, რადგან ქვეყნის უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია