ამერიკელი სენატორები - კატეგორიულად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ გაჩაღებულ ძალადობას - ეს არის არასაიმედო რეჟიმის ქცევა, რომელიც საქართველოს რუსული სტილის ავტოკრატიისკენ მიათრევს

კატეგორიულად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ გაჩაღებულ ძალადობას - თბილისის ქუჩებში ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემისა და მასობრივი დაკავებების ადგილი არ არის, - ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი, წევრი, სენატორი, როჯერ ვიკერი და სენატორი ჯონ კორნინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ავრცელებენ.

მათი განცხადებით, ქართული ოცნების“ ნაბიჯი, უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე სრული ღალატია ქართველი ხალხის აბსოლუტური სურვილის, ევროპული ღირებულებები და ინსტიტუტებს მიიღოს.

„ეს არის არა დემოკრატიული რეფორმებისა და პლურალიზმის ერთგული მთავრობის ქცევა, არამედ არასაიმედო რეჟიმის ქცევა, რომელიც საქართველოს მიათრევს რუსული სტილის ავტოკრატიისკენ. ეს ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო დემოკრატიულ ნორმებს და ძირს უთხრის ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს. კატეგორიულად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ გაჩაღებულ ძალადობას - თბილისის ქუჩებში ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემისა და მასობრივი დაკავებების ადგილი არ არის. საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და დემოკრატიული პრინციპების ეროზიაზე, საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

ქართველი ხალხის თავგანწირვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის მოითხოვს ჩვენს სოლიდარობას და მოქმედებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს