კახა კალაძე - საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა არავის გამოუვა! - „ნაცმაიდანი“ საქართველოში ვერ და არ მოხდება!

საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა არავის გამოუვა! „ნაცმაიდანი“ საქართველოში ვერ და არ მოხდება! - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია, მუშაობს გამართულად და ამ ქვეყნის ჩამოშლას ვერავინ შეძლებს!

„დღეს ყველასთვის ცხადი გახდა ის, რაზეც დიდი ხანია ხმამაღლა და დაუფარავად ვსაუბრობთ, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, სახელმწიფო გადატრიალებისთვის, არეულობისთვის, საზოგადოების დაპირისპირებისთვის. ხელისუფლება, რომელიც სარგებლობს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნდობითა და მხარდაჭერით. ახლად ჩატარებულ არჩევნებზე 1.2 მლნ ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, კეთილდღეობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ღირსეულ ევროპულ მომავალს და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა ამ ადამიანებს მადლობა გადავუხადო. საქართველოს ხელისუფლება დაიცავს ამ ქვეყნის ინტერესებს, დაიცავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებსა და არ დაუშვებს ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარის ამოქმედებას ქვეყნის შიგნით მოკალათებული უსამშობლო აგენტების ხელით.

ამის საპრევენციოდ ხელისუფლებამ ბევრი ნაბიჯი გადადგა. ნაწილი იყო მტკივნეული და შეიძლება არაპოპულარულიც. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილებები, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ის, რის გამოაშკარავებასა და გამჭვირვალობასაც ვთხოვდით, დღეს ხელისგულზე დევს და ყველას, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს საკუთარი ანალიზი მიმდინარე პროცესებზე. საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა არავის გამოუვა! „ნაცმაიდანი“ საქართველოში ვერ და არ მოხდება! სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია, მუშაობს გამართულად და ამ ქვეყნის ჩამოშლას ვერავინ შეძლებს!“- განაცხადა კახა კალაძემ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა