კახა კალაძე - როცა ვამბობთ, გვინდა ევროპა, პირველ რიგში, საქართველოში უნდა ვიცხოვროთ ევროპულად - საპირისპირო ქმედებებს ვხედავთ, განადგურებული ინფრასტრუქტურით, დაშავებული სამართალდამცავებით, მოქალაქეებით

როდესაც ვამბობთ, გვინდა ევროპა, პირველ რიგში, საქართველოში უნდა ვიცხოვროთ ევროპულად, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ დაზიანებულ, განადგურებულ ინფრასტრუქტურას, დაშავებული სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს, რომლებიც ისვრიან ყველაფერს, რის საშუალებაც გააჩნიათ“.

ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია ბავშვების აქციაში ჩართვა.

„კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც ევროპის ზოგიერთი მაღალჩინოსნის და ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ვხედავთ, რა განცხადებებიც კეთდება. როგორ შანტაჟდება ქვეყანა მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაზეც პრემიერი თავის გამოსვლაში ყოველთვის ხაზს უსვამს, დადეთ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და საქართველოს ხელისუფლება მზად არის, დღესვე მოაწეროს ამ ყველაფერს ხელი. ყველამ ვიცით, რომ ევროპა მხოლოდ სიტყვები არ არის, ჩვენ კარგად ვიცით, თუ რაზეა დაფუძნებული. ეს არის ის მთავარი ღირებულებები, რაც ძვირფასია ჩვენთვის. რა არის ის ძირითადი პრინციპები, რაზეც ევროპა არის დაფუძნებული. პირველ რიგში, ეს არის მშვიდობა, სამართლიანობა, ადამიანების უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და დაცვა, საკუთრების უფლებების დაცვა. ეს არის ღირებულებები, რაც მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენთვის. როდესაც ვამბობთ, გვინდა ევროპა, პირველ რიგში, საქართველოში უნდა ვიცხოვროთ ევროპულად და ყველამ უნდა დავიცვათ ის ღირებულებები, რაზეც ვსაუბრობ, პატივისცემა, განსხვავებული აზრის მოსმენა და ა.შ. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში სრულიად საპირისპირო ქმედებებს ვხედავთ დაზიანებული, განადგურებული ინფრასტრუქტურით, დაშავებული სამართალდამცავებით, მოქალაქეებით, რომლებიც ისვრიან ყველაფერს, რის საშუალებაც გააჩნიათ, მათ შორის იყენებენ არასრულწლოვანებს, ბავშვებს, რაც წარმოუდგენელი და კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი