ამირან გამყრელიძე - არ უნდა გვეშინოდეს, რომ C ჰეპატიტის პროექტი აშშ-სთან პარტნიორობის შეჩერების გამო შეწყდება - ამერიკულ კომპანიასთან კონტრაქტი 2026 წლამდეა, თუმცა სახელმწიფოს ისე არ უჭირს, რომ წამლის ყიდვა თავისთავზე არ აიღოს

C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით ამერიკულ კომპანია „გილიადთან“ კონტრაქტი 2026 წლამდეა ძალაში - სახელმწიფოს შეუძლია 2026 წლიდან C ჰეპატიტის წამალი, რომელიც 200-300 დოლარის ფარგლებშია თავად შეიძინოს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობების გაწყვეტამ, შესაძლოა, ისეთი პროექტის შეწყვეტა გამოიწვიოს, როგორიც არის C ჰეპატიტის ელიმინაცია.

როგორც ამირან გამყრელიძე „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს, მოსახლეობას არ უნდა ეშინოდეს, რომ ეს პროექტი აღნიშნული მიზეზის გამო შეწყდება.

„რაც შეეხება C ჰეპატიტის პროგრამას, კონტრაქტია „გილიადთან“, რომელიც დიდი საერთაშორისო კერძო ფარმაცევტული კომპანიაა. ეს კონტრაქტი 2026 წლამდეა ძალაში. არ მგონია, აღნიშნულ პერიოდში ავადმყოფებისთვის წამლის მიწოდებაში, რომელსაც გვაწვდის „გილიადი“ პრობლემა შეიქმნას.

2026 წლიდან არ ვიცი რა მდგომარეობა იქნება. თუ არ გაგრძელდა, სახელმწიფოს ისე არ უჭირს, რომ თავისთავზე არ აიღოს. სახელმწიფოს შეუძლია 2026 წლიდან C ჰეპატიტის წამალი, რომელიც 200-300 დოლარის ფარგლებშია შეიძინოს. მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს საშიშროება, რომ ეს პროექტი ამ მიზეზის გამო შეწყდება. მეორე ნაწილს სახელმწიფო აფინანსებდა, ეს არის გამოკვლევები, სკრინინგი, სწრაფი ტესტები, სხვა საგანმანათლებლო პროექტები.

მეორე მხარეა, პარტნიორული ურთიერთობების გაციება.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯგუფია, რომელიც აფასებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესის მიმდინარეობას ქვეყანაში, ქვეყანას რჩევებს აძლევს 6 მიმართულებით, თუ რა მდგომარეობაა ელიმინაციის კუთხით, გვირჩევენ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესად. ჯგუფში ჩვენს წამყვან სპეციალისტებთან ერთად შედიან ცნობილი ამერიკელი მეცნიერები, მათ შორის არიან ბრიტანეთიდან, წამყვანი ქვეყნებიდან.

პარტნიორული ურთიერთობების გაციებისას ეს ყველაფერი რომ დაპაუზდეს, არ იქნება ქვეყნისთვის კარგი. პარტნიორული ურთიერთობების მთავარი გამოხატულებაა ეს ყველაფერი და არ ვისურვებდი ამგვარი პროცესები დაპაუზდეს ქვეყანაში“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება