ირაკლი კობახიძე - აბსოლუტურად კომიკური სახე მიიღო აშშ-ის საელჩოს კონკრეტულმა ქმედებებმა - ხუმრობით რობინ დანიგანს რობინ „ქარდიგანი“ დაარქვეს

აბსოლუტურად კომიკური სახე მიიღო აშშ-ის საელჩოს კონკრეტულმა ქმედებებმა - ხუმრობით რობინ დანიგანს რობინ "ქარდიგანი" დაარქვეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მას აქვს იმედი, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოში აშშ-ის საელჩოც და ელჩიც გავლენებისგან გათავისუფლდება.

„ხედავთ, რომ ყველა ელოდება პრეზიდენტის ინაუგურაციას აშშ-ში, მანამდე, სამწუხაროდ, იმის ღია მცდელობაა, რომ მოქმედმა ადმინისტრაციამ, ახალ ადმინისტრაციას ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს. რა თქმა უნდა, მოქმედი საელჩოც, მოქმედი ელჩიც არის ამ გავლენის ქვეშ. აქაც არაფერი პირადი არ გაქვს ჩვენ მოქმედ ელჩთან, არის არაჩვეულებრივი ქალბატონი, მაგრამ, სამწუხაროდ, მას არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს იმ გავლენას, რომელიც გამოხატულია მოქმედი ადმინისტრაციიდან. გვაქვს დიდი იმედი, რომ 20 იანვრის შემდეგ, ქალბატონი ელჩიც გათავისუფლდება ამ გავლენისგან. თქვენ ხედავთ აბსოლუტურად კომიკური სახეც კი მიიღო საელჩოს კონკრეტულმა ქმედებებმა. ისინი დებენ ე.წ. „ქარდებს“ საელჩოს გვერდზე. ამის გამო, ხუმრობით რობინ დანიგანს რობინ "ქარდიგანი" დაარქვეს. ეს, რა თქმა უნდა, მოფერებით, ხუმრობით. არის უწყინარი ხუმრობა, იქიდან გამომდინარე, რომ სიტყვა „ქარდიგანი“ ქართულად ჟაკეტს ნიშნავს.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის ვენის კონვენციის დარღვევა. თავის დროზე ეს „ქარდები“ იდებოდა არჩევნებში ჩასარევად, არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებისთვის და ახლა უკვე „ქარდები“ იდება იმისთვის, რომ სხვა პროცესებს შეეწყოს ხელი. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს „ქარდები“ იდება მიმდინარე სისტემური უხეში ძალადობის ფონზე და რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მხრიდან ეს „ქარდებიც“ იქნება აღქმული როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი ამ „ქარდებში“. იმედი მაქვს, რომ 20 იანვრიდან ქალბატონი ელჩი და მთლიანად საელჩო გათავისუფლდება იმ გავლენისგან, რაც არასწორი მიმართულებით წარმართავს საელჩოს საქმიანობას“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა