პოლიცია პარტია „დროას“ ოფისშიც შევიდა

პოლიცია პარტია „დროას“ ოფისშიც შევიდა. სამართალდამცავებმა ოფისში გარკვეული ნივთები დალუქეს.

„კოალიციას ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პოლიციელს განუმარტა, რომ ხალხი ბოლომდე იბრძოლებს და მსგავსი ტიპის ნივთებს ყოველდღე იყიდიან.

„წესრიგს კი არ იცავთ, ადამიანებს ურტყამთ, დევნით, იტაცებთ. ყველაფერი, რაც აქ არის თქვენ შესაწუხებლად არის, პირდაპირ გეუბნებით! აღწერეთ და შეგიძლიათ დაიზეპიროთ. პიროტექნიკა, საღებავები ყველაფერი არის პროტესტისთვის. ბენზინი არის გენერატორისთვის. პიროტექნიკა არის იმისთვის, რომ ვისროლოთ“, - განუცხადა ხოშტარიამ პოლიციას.

თავად პოლიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ხოშტარიას ასე უპასუხა:„პასუხს მიიღებთ შესაბამისს, როგორსაც დაიმსახურებთ!“

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველები ასევე იმყოფებოდნენ პარტია „ახლების“და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ოფისებში და ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო