კახა კალაძე - ვადასტურებთ მზაობას, დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ გახსნან მოლაპარაკებები და მაშინვე ვაწერთ ხელს - როგორ შეიძლება საქართველომ გააჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი, როდესაც ბურთი მათ მხარესაა?!

ვადასტურებთ მზაობას, დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ გახსნან მოლაპარაკებები და მაშინვე ვაწერთ ხელს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „როგორ შეიძლება საქართველოს მთავრობამ გააჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი, როდესაც ბურთი მათ მხარესაა?!“

„თავიდან კეთდებოდა არასწორი ინტერპრეტაციები პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით. ტყუილს ავრცელებდნენ, სიცრუით იყო გაჯერებული ყველა განცხადება ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. სამწუხაროა ის, რომ ამ ყველაფერში ევროკავშირის ელჩი იყო ჩართული. საუბრობდნენ, თითქოს საქართველოს მთავრობამ გააჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. როგორ შეიძლება საქართველოს მთავრობამ გააჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი, როდესაც ბურთი მათ მხარესაა?! მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ქვეყანას გაუხსნან მოლაპარაკებები. შეიძლება ჩვენი კომუნიკაციის ფორმა არ მოეწონა ვიღაცას, ან რაღაც არასწორად გადმოვეცით, მაგრამ ამდენი დღე გავიდა, ყველა თემა დაიღეჭა და მიეწოდა საზოგადოებას. მე არ მჯერა, რომ გულწრფელ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერ გაეგო რა უნდა მთავრობას, რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით. გახსოვთ, კანდიდატის სტატუსის დროს როგორ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, ყველაფერი იკადრეს, გვაშანტაჟებდნენ. ჩვენ დავდექით ღირსეულად და მიიღო ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი. დღეს აქვთ სხვა მიმართულება მოლაპარაკების გახსნა-არგახსნა. ბურთი მათ მხარეს არის. ჩვენ, საქართველოს მთავრობამ რა უნდა გავაკეთოთ? ვითხოვთ, მოლაპარაკებები გახსნან! ვადასტურებთ მზაობას, დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ გახსნან მოლაპარაკებები და მაშინვე ვაწერთ ხელს”,- აღნიშნა კალაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს