გავრცელებული ინფორმაციით, მწერალთა სახლის დირექტორის, ქეთი დუმბაძის შვილმა მწერალ ტორესა მოსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

მწერალთა სახლის დირექტორის, ქეთი დუმბაძის შვილმა, ნოდარ მაჭარაშვილმა, მწერალ ტორესა მოსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში მწერალთა სახლის ყოფილი ხელმძღვანელი ნატაშა ლომოური ავრცელებს.

„მწერალთა სახლში მწერლებს დახვდა ქეთი დუმბაძის შვილი, ნოდარ მაჭარაშვილი, დანარჩენი თქვენ ნახეთ! ამ წუთას პენცენტრის ოფისთან სუს-ის 2 მანქანა დგას! ტორესა მოსს დაარტყა და დანარჩენებს საქმეები ურჩია! მასთან ერთად 5 უცნობი ადამიანიც დახვდა მწერლებს!“ - წერს მწერალთა სახლის ყოფილი დირექტორი ნატაშა ლომოური სოციალურ ქსელში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს