მირიამ ლექსმანი - ოპოზიციის ოფისების დარბევა და ნიკა გვარამიას დაკავება სრულიად მიუღებელია - კაია კალასმა და ევროპულმა საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესონ სანქციები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს

სლოვაკი ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის ოფისების დარბევა და ნიკა გვარამიას დაკავება სრულიად მიუღებელია.

მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეს სანქციები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს.

„ოპოზიციის ოფისების დარბევა და ნიკა გვარამიას დაკავება სრულიად მიუღებელია. კაია კალასმა და ევროპულმა საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესონ სანქციები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს და შეაჩერონ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მათი ტერორი“, - წერს ლექსმანი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ცნობისთვის, დღეს აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. უფრო კონკრეტულად, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „დროას“ ოფისებში. ასევე გაჩხრიკეს „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ილია ღლონტის ბინა. გარდა ამისა, „დროას“ ოფისთან, ჩხრეკის პარალელურად, დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია და კოალიციის წევრი გელა ხასაია. დაკავებულია მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძეც. ასევე, სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ ორი წევრი დააკავეს. დაკავებულია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რამდენიმე წევრი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია