ზურა ჯაფარიძე - არავის ეშინია არც ოფისების დარბევის  და არც დაპატიმრების - პოლიტიკოსებიდან ყველა რომ დაგვიჭირონ, ჩაგვსვან ციხეში, ბრძოლა უნდა გააგრძელოთ

ყველა პარტიის თუ კოალიციის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ არავის ეშინია არც ოფისების დარბევის და არც დაპატიმრების, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძემ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, განაგრძონ პროტესტი მას შემდეგაც, თუ ყველა პოლიტიკოსს დაიჭერენ.

„ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აკავებენ, ჩვენ გავუწევთ სათანადო დახმარებას,მათ შორის სამართლებრივ დახმარებას, ეს რამდენადაც შესაძლებელია ასეთი რეჟიმის პირობებში. მთავარი არის ის, რომ ბრძოლა გრძელდება. გასაგებია, რომ [ხელისუფლება] ახლა არის გადატეხაზე, ვის შეეშინდება და ვინ გადაწყდება. არავინ გაჩერებას არ აპირებს და რაც მთავარია, გაჩერებას არ აპირებენ ის ადამიანები, ვინც ყოველდღე გამოდიან რუსთაველის გამზირზე და იბრძვიან. მთავარი, რაც უნდა გესმოდეთ ყველას არის ის,რომ აქ ვინც იყო შეკრებილი და ვინც კიდევ აქ არ იყო, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ყველა რომ დაგვიჭირონ, ჩაგვსვან ციხეში, ბრძოლა უნდა გააგრძელოთ. საბოლოო ჯამში ამ ბრძოლას მოიგებთ თქვენ“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს