ზვიად ხარაზიშვილი - ხალხი არ უცემიათ, ხალხი მოიგერია სპეცრაზმმა

რას ქვია დაიღალნენ, სპეცრაზმი არ იღლება და ვერავინ ვერ დაღლის, ვერაფრით ვერ დაღლით, - ამის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა მედიის კითხვას „სპეცრაზმი ხომ არ დაიღალა?“.

ამასთან, ზვიად ხარაზიშვილის განცხადებით, სპეცრაზმს არავინ უცემია, არამედ „ხალხი მოიგერია“.

„ხალხი არ უცემიათ, ხალხი მოიგერია სპეცრაზმმა. სიტუაციიდან გამომდინარე ხდება მოქმედება“, - განაცხადა ზვიად ხარაზიშვილმა.

კითხვაზე, ვინ ცემა „ფორმულას“ ჟურნალისტი, გურამ როგავა, ზვიად ხარაზიშვილი აცხადებს, რომ „არ ვიცი, ვინ არის როგავა, ვინ არის, რას გადამაყოლე ამ შენს ჟურნალისტს? ომი რომ იყო, ეს ხალხი რას აკეთებდა?"

ამასთან, ხარაზიშვილის განცხადებით, სპეცრაზმელებს დაღლილს და წაქცეულს ვერავინ ნახავს, „ამიტომ აქციებს აზრი არ აქვს“ და „კარგი იქნება თუ მორჩებიან“.

„ბიჭები შეგნებულად არ გეხებიან, სპეცრაზმელებს ვერ დაღლით ვერასოდეს. ამ ბიჭებს ვერც დაღლილს, ვერც წაქცეულს, ვერც მომაკვდავს [ვერ ნახავთ]. დაგვანებეთ თავი, აზრი არ აქვს. ცოდოები არიან, მალე თუ მორჩებიან ეგენი [თქვენ წაგადგებათ]. სისულელეს აკეთებენ, ვერ ტვინავენ“, - მიმართა ზვიად ხარაზიშვილმა ჟურნალისტს.

ასევე, ჟურნალისტმა ხარაზიშვილს ჰკითხა: „რუსებს ჩავაბაროთ ეს ქვეყანა?“ , ზვიად ხარაზიშვილი პასუხობს: „აბა, „პიდარასტებს“ უნდა ჩააბაროთ? გადით ახლა აქედან, ნუ გამაგიჟებთ“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს