ვოლოდიმირ ზელენსკი - როცა მოსკოვი აქებს ხელისუფლებას საქართველოში, ეს ნათლად მიუთითებს, ვისთვის მუშაობენ თბილისში - ვამზადებთ ჩვენს სამართლებრივ პასუხს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კიევი უკვე ამზადებს შესაბამის გადაწყვეტილებებს სანქციებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით ავრცელებს.

„იყო მოხსენება საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ეს, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ერთი ხალხის და მხოლოდ ჩვენი რეგიონის პრობლემა - როგორ უბიძგებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას რუსეთზე აშკარა დამოკიდებულებისკენ. უბრალოდ სამარცხვინოა, რას აკეთებენ ახლა ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და როცა მოსკოვი აქებს ამ ხელისუფლებას საქართველოში, ეს ნათლად მიუთითებს, ვისთვის მუშაობენ თბილისში და ვისთვის შლიან საპროტესტო აქციებს. საქართველოსთვის ნამდვილად არა,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკვე გასცა დავალება სანქციებთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მომზადებისთვის.

„ვამზადებთ ჩვენს სამართლებრივ პასუხს და ვმუშაობთ ევროპელებთან და სხვა პარტნიორებთან კონკრეტულ ქმედებებზე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს