ალეკო ელისაშვილი დააკავეს

შს სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი დააკავეს.

მისი დაკავება სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტთან“ მოხდა.

“ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ, სასტუმროსთან მობილიზებული იყვნენ პროვოკატორები. ე.წ. ტიტუშკები, თუმცა მათ პროვოკაციას არავინ წამოეგო. ალეკო ელისაშვილი სრულიად მშვიდად გამოვიდა, რა დროსაც მასთან სპეცრაზმის ჯგუფი მივიდა და ძალის გამოყენებით გაათრიეს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ პარტია “მოქალაქეების“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამარ გედევანიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, საქართველოში აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები