ედგარს რინკევიჩსი - ბალტიის ქვეყნები იყვნენ პირველები, რომლებმაც პერსონალური სანქციები დააწესეს, ჩვენი დიპლომატები ამ მიმართულებით ევროკავშირის ფარგლებშიც იმუშავებენ - საუკეთესო გზას ვიპოვით საქართველოს მხარდასაჭერად

ჩვენ, როგორღაც, პოლიტიკურად და სიმბოლურად მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს. იქნება ეს ერთობლივი ვიზიტები თუ სხვა, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, ბალტიის ქვეყნები იყვნენ პირველები რომლებმაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები დაუწესეს და ეს არის მიმართულება, რა მიმართულებითაც ევროკავშირის ფარგლებშიც იმუშავებენ.

„ნუ დაგვავიწყდება, რომ ბალტიის ქვეყნები იყვნენ პირველები, რომლებმაც პერსონალური სანქციები შემოიღეს. ეს არის ის მიმართულება, რომლითაც ჩვენი დიპლომატებიც ევროკავშირის ფარგლებშიც იმუშავებენ, მაგრამ საჭიროა კონსენსუსი. ეს საკითხი უახლოეს დღეებში განიხილება. ვფიქრობ, საუკეთესო გზას ვიპოვით საქართველოს მხარდასაჭერად, მაგრამ ვფიქრობ, ამ გზებზე ვისაუბრებთ თანამოაზრე ქვეყნების ლიდერებთან“, - აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს