ჯო უილსონი - საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიაზე ყოველგვარ პრეტენზიაზე, არ შეცდეთ: „ქართული ოცნება“ კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს - სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პერსონალური სანქციების გამოცხადებით

საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიაზე ყოველგვარ პრეტენზიაზე და დაიწყო უდანაშაულო აქტივისტების და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების დაპატიმრება მათ სახლებსა და სამუშაო ადგილებზე. არ შეცდეთ: „ქართული ოცნება“ კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებაშია აღნიშნული.

„აშშ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯოს ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ უდანაშაულო ქართველების მიმართ ძალადობასა და სისასტიკეში. თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, ქართული ოცნება გააგრძელებს ძალადობისა და სისასტიკის კამპანიის გაზრდას იმ დონემდე, რაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს“, - აცხადებს უილსონი.

ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

„სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პერსონალური სანქციების გამოცხადებით თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყველა სხვა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დარბევის ორგანიზებაში. მოვუწოდებ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, რომ იგივე გააკეთონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს