თავდაცვის სამინისტროს საზღვაო ძალების,  სასაზღვრო პოლიციისა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ვეტერანის სტატუსი მიენიჭათ

თავდაცვის სამინისტროს საზღვაო ძალების, შ.ს.ს. სასაზღვრო პოლიციისა და აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ვეტერანის სტატუსი მიენიჭათ. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გაწეული თანადგომისთვის მადლიერებას გამოხატავს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიმართ.

„მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმასპინძლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზღვაო ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისა და შ.ს.ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს იმ ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს, რომლებიც 2008 წელს, საბრძოლო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა, ვეტერანის სტატუსი არ ჰქონდათ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 68 მონაწილეს,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად, ომის ვეტერანის სტატუსი მიენიჭა. ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობები, ვეტერანებს, კობა კობალაძემ, საზეიმო ვითარებაში პირადად გადასცა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

დღევანდელ ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე,ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მოადგილე,მირონ ჩიგოგიძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, აჭარის სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა