გიორგი გახარია - ივანიშვილი მშვიდობას დაგვპირდა და ომი გაგვიხსნა რუსთაველზე - დედაქალაქში ახალგაზრდებზე ძალადობენ ნიღბიანი ადამიანები, რომელ საუკუნეში ვართ? ვერ გაიგებ ძალოვანია, კრიმინალია, „ბოქსიორი" თუ „შტანგისტი“

ჩვენს დედაქალაქში ახალგაზრდებზე ძალადობენ ნიღბიანი ადამიანები, რომელ საუკუნეში ვართ? - ვერ გაიგებ ძალოვანია, კრიმინალია, „ბოქსიორია" თუ შტანგისტი. ნიღბიანი კაცი ქალს რომ ცემ, რა კაცობაა? ნიღაბი მოიხსნებით, სახე დაგვანახეთ , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, სპეცრაზმელებს „ნიღაბი ჩამოაცვეს და დაუსჯელობის გარანტია მისცეს“, თუმცა ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება.

„ჩვენ აქ [რუსთაველის გამზირზე] ს ყოველდღე ვდგავართ, მაგრამ დღევანდელი ჩვენი მოსვლა განპირობებულია იმით, როგორი სისასტიკით უსწორდებიან ყოველ ღამე ახალგაზრდებს. ყველანაირი მიზეზის გარეშე, უბრალოდ, აკავებენ და შემდგომ მათზე ძალადობენ, სასტიკად სცემენ. ზოგი საავადმყოფოშია, ზოგი „კაპეზეზეა“ და ზოგი სად, ხალხს ვეძებთ. ამ ყველაფერმა ისეთ ფორმა მიიღო, რომ ყველანაირ წესის, ნორმის, ღირსების მიღმაა, კანონზე აღარც ვსაუბრობ.

ის ფორმები, რა ფორმებითაც დღეს „ოცნება“ ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე, წარმოუდგენელია. ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ეს იმედგაცრუება კი არ არის, ეს არის საქართველოს მოქალაქეების ტრაგედია. იმ ხალხის, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ივანიშვილი ქვეყანას სამშვიდობოზე გაიყვანდა. სამშვიდობოზე კი არ გაიყვანა, მშვიდობას დაგვპირდა და აგერ, ომი გაგვიხსნა რუსთაველზე, ევროპას დაგვპირდა და საბოლოოდ მოკლა ევროპული პერსპექტივა.

ესენი არანორმალურები არიან. ფიზიკურად ძალადობენ, უსწორდებიან სასტიკად ასობით ადამიანს ყოველ ღამე. „ხლაპუშკები“, საღებავები და კვერცხები აღმოაჩინეს ოფისებში. ასევე, ლამაზად დაალაგეს „მოლოტოვის კოქტეილები“. ყველა ძალიან კარგად ხვდება როგორ აღმოჩნდა „მოლოტოვის კოქტეილები“ იქ. საქართველოს თითოეულ მოქალაქის ვალდებულებაა, ყველა უკანონოდ დაპატიმრებულს დაუდგეს გვერდში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო