ლაშა ბაქრაძე - რაც უფრო გაიზრდება ძალადობა, მით უფრო სერიოზული იქნება დასავლეთიდან წნეხი და ამ ძალადობაზე არა მარტო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც მოუწევთ პასუხი აგონ

კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლაშა ბაქრაძის განცხადებით, რაც უფრო გაიზრდება საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ძალადობა, მით უფრო სერიოზული იქნება დასავლეთიდან წნეხი.

როგორც მან ოპოზიციურ პარტიებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებას მოუწევს არა მარტო ქვეყნის შიგნით აგოს პასუხი, არამედ ქვეყნის გარეთაც.

„დასავლეთიდან წნეხი გაიზრდება. ჩვენ ამას ვნახავთ ახლა ეუთოს მინისტერიალზეც, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის ვოიაჟი არ იქნება მისთვის ძალიან სასიამოვნო. ყველა მსხვილ ევროპულ სახელმწიფოს ექნება სერიოზული კითხვები საქართველოსთან მიმართებით. რაც უფრო გაიზრდება ძალადობა, მით უფრო სერიოზული იქნება დასავლეთიდან წნეხი და ამ ძალადობაზე არა მარტო ქვეყნის შიგნით მოუწევთ, რომ პასუხი აგონ, არამედ ქვეყნის გარეთაც“, - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს