ლევან სანიკიძე - ყველა საგამოძიებო მოქმედება, რომელიც გუშინ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში ჩატარდა, აბსოლუტურად უკანონო იყო

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც გუშინ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში ჩატარდა, აბსოლუტურად უკანონო იყო. ლევან სანიკიძე თანამებრძოლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

„გუშინ ჩვენმა ადვოკატებმა ხუთი ჩვენი თანამებრძოლი მოინახულეს. ხუთივეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც დაუმორჩილებლობას გულისხმობს. გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც გუშინ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში ჩატარდა, აბსოლუტურად უკანონო იყო. უგულებელყოფილი იყო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა ნორმა, არ მოხდა როგორც სასამართლოს და მოსამართლის განჩინების წარდგენა, ისე მოწმეების დასწრება. აქედან გამომდინარე, კანონიერ მოთხოვნაზე - დაუმორჩილებლობაზე საუბარი არის უბრალოდ სასაცილო. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი თანამებრძოლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი მალე თავისუფლები იქნებიან და გააგრძელებენ ბრძოლას ქართული სახელმწიფოს თავისუფლებისათვის“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს